1869 — 1872
მნათობის ისტორია
ქართული ყოველთვიური ლიტერატურული და სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც თბილისში გამოდიოდა.
„მნათობი" — ქართული ყოველთვიური ლიტერატურული და სამეცნიერო ჟურნალი. გამოდიოდა 1869-1872 წლებში თბილისში (1869 წელს გამოვიდა 10 ნომერი; 1870 წელს — 4; 1871 წელს — 8; 1872 წელს — 11). რედაქტორი — ნიკოლოზ ავალიშვილი; გამომცემელი — ივანე ელიოზიშვილი.
„მნათობი" იყო ქართველი ხალხოსნების პროგრესული მიმართულების ჟურნალი, რომელიც უტოპიურ სოციალიზმს ქადაგებდა. გამოქვეყნებულია ნინო ორბელიანის, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის, ნ. იაშვილის, დიმიტრი ჯანაშვილის, გიორგი იოსელიანის, ნიკოლოზ ავალიშვილის, ივანე ელიოზიშვილის, ანტონ ფურცელაძის, აკაკი წერეთლის, გ. ქიქოძის, რაფიელ ერისთავის, ეკატერინე გაბაშვილის და სხვათა ნაწარმოებები; ჯორჯ ბაირონის, უილიამ შექსპირის, ჟ. ბ. მოლიერის, ფრიდრიხ შილერის, ჰაინრიხ ჰაინეს, პიერ - ჟან დე ბერანჟე და სხვათა ნაწარმოებების თარგმანები.
„მნათობს" ლიტერატურულ საკითხებზე პოლემიკა ჰქონდა „ცისკართან", „დროებასთან" და „კრებულთან".
სტატისტიკა
- 1869–1872
- გამოცემის წლები
- 33
- სულ გამოცემული ნომერი
- 10
- ნომერი 1869 წელს
- 4
- ნომერი 1870 წელს
- 8
- ნომერი 1871 წელს
- 11
- ნომერი 1872 წელს
ეტაპები
- 1869
№1 (მარტი), 2, 3-4, 5-6, 7-8, 9-10 (დეკემბერი) — სულ 10 ნომერი.
- 1870
№1 (იანვარი), 2, 3, 4 (აპრილი?) — სულ 4 ნომერი.
- 1871
№1 (იანვარი), 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 (აგვისტო) — სულ 8 ნომერი.
- 1872
№1 (იანვარი), 2, 3, 4-5, 6-7, 8-9, 10-11 (დეკემბერი) — სულ 11 ნომერი.