ჟურნალის შესახებ
ჩვენ შესახებ
„მნათობი 1869" — სადაც წარსული მომავალს ხვდება, სადაც ტრადიცია თანამედროვეობას ელაპარაკება, სადაც ქართული სიტყვა კვლავ ანათებს.
ჩვენი მისია
„მნათობი 1869" არის არა მხოლოდ ახალი ლიტერატურული გამოცემა, არამედ ორგანული კავშირი წარსულსა და აწმყოს შორის, - ის ხიდი, რომელიც ქართული ლიტერატურის მემკვიდრეობას თანამედროვე შემოქმედებით ძიებებთან აკავშირებს. ჟურნალის აღდგენა ნიშნავს პასუხისმგებლობას ტრადიციის წინაშე და ერთგულებას იმ მაღალი სტანდარტებისადმი, რომლებიც „მნათობის" განსაკუთრებულ ადგილს განაპირობებდა ქართულ კულტურულ სივრცეში.
ღირებულებები
სიტყვის ერთგულება
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, 1869 წელს, თბილისში დაარსდა ლიტერატურული ჟურნალი „მნათობი", რომელიც ქართული სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა (დამფუძნებელ-გამომცემელი - ივანე ელიოზიშვილი; რედაქტორი - ნიკოლოზ ავალიშვილი). ამ გამოცემამ, რომელიც მეოცე საუკუნის 30-ნი წლებიდან განახლდა და 2007 წლამდე განაგრძობდა არსებობას, ქართულ ლიტერატურას უამრავი ღირსშესანიშნავი ავტორი და ნაწარმოები წარუდგინა. დღეს, 157 წლის შემდეგ, ჟურნალ „აფინაჟის" რედაქცია აცხადებს „მნათობის" ტრადიციის გაგრძელებას და ამ ისტორიული სახელწოდების აღდგენას.
თაობათა ხიდი
პასუხისმგებლობას გამომცემელ-რედაქტორობისა იღებს ლევან გორვანელი, ფილოსოფოსი, პოეტი, არტ კრიტიკოსი, კულტურის თეორეტიკოსი და ჟურნალ „აფინაჟის" რედაქტორი; ახორციელებს რა მიტოვებული ჟურნალის განახლებას და ქართული ლიტერატურული სივრცის გამდიდრების მისიას ისახავს მიზნად. ლევან გორვანელი 2018 წლიდან წარმართავს „აფინაჟის" გამოცემას და უკვე აღიარებულია, როგორც ქართული ლიტერატურული პროცესის მნიშვნელოვანი ფიგურა.
მიმართულებათა ვექტორი
„მნათობი 1869" იმოქმედებს მულტიდისციპლინარული პლატფორმის სახით ოთხი ძირითადი მიმართულებით: პოეზია, პროზა, კრიტიკა-ესსეისტიკა და უცხოური ლიტერატურის თარგმანი. გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ქართველი კლასიკოსი ავტორების ტექსტების დაბეჭდვას, რაც თანამედროვე მკითხველს საშუალებას მისცემს თავიდან აღმოაჩინოს ქართული ლიტერატურის საუნჯე. ჟურნალი დაარსებულია თბილისში და თბილისიდან აგრძელებს თავის მოღვაწეობას, იმ ქალაქიდან, რომელმაც საუკუნეების მანძილზე ქართული ინტელექტუალური ცხოვრების ეპიცენტრის როლი შეასრულა.
მოწოდება
აქედანვე მივმართავთ თბილისის მერიასა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მოწოდებით: გვერდით ამოგვიდექით ამ მნიშვნელოვან საქმეში. ქართული ლიტერატურული ტრადიციის შენარჩუნება და განვითარება არის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განუყოფელი ნაწილი.
„მნათობი 1869" იქნება არა მხოლოდ ლიტერატურული გამოცემა, არამედ კულტურული ინსტიტუცია, რომელიც ქართულ სულიერ სივრცეს აღმავლობისა და განახლების გზას გაუხსნის.
პირველი ნომერი გამოიცა აპრილის დასაწყისში.
დამფუძნებლები
ივანე ელიოზიშვილი (მეცხრამეტე საუკუნის 70-ნი წლები) — გამომცემელი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი
ნიკოლოზ ავალიშვილი (1844–1929) — რედაქტორი, მწერალი, მთარგმნელი, მსახიობი, ჟურნალისტი, რეჟისორი
მთავარი რედაქტორი და გამომცემელი
გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) — ფილოსოფიის მაგისტრი, პოეტი, არტ კრიტიკოსი, ჟურნალ „აფინაჟის" რედაქტორი, კულტურის თეორეტიკოსი, პროფესიონალი მწერალი
მთავარი რედაქტორის მოადგილე
თორნიკე ფახურიძე — ფილოსოფიის მაგისტრი, ტექნიკური ინჟინერი
სარედაქციო კოლეგია
ბადრი ფორჩხიძე
ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი
მირიან ებანოიძე
ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, მწერალი
ავთანდილ ნიკოლეიშვილი
ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, მწერალი
ნინო დარბაისელი
ფილოლოგიის დოქტორი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პოეტი, პუბლიცისტი, ესსეისტი, მთარგმნელი
ეთერ სადაღაშვილი
ჟურნალისტიკის მაგისტრი, პოეტი, მთარგმნელი
მაყვალა გონაშვილი
ჟურნალისტიკის მაგისტრი, პოეტი, მთარგმნელი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი
რაულ ჩილაჩავა
ფილოლოგიის დოქტორი, პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, აკადემიკოსი
რევაზ მიშველაძე
სახალხო მწერალი, ფილოლოგიის დოქტორი, მწერალი, ნოველისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, პროფესორი, საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე
გიორგი გოგოლაშვილი
ფილოლოგიის დოქტორი, ენათმეცნიერი, პროფესორი
ბაღათერ არაბული
ინჟინერიის მაგისტრი, პოეტი, ხელოვნებათმცოდნე, რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე
ზაალ ბოტკოველი
ფილოლოგიის მაგისტრი, მწერალი, პუბლიცისტი, რედაქტორი, კრიტიკოსი
ზაურ ნაჭყებია
ფილოლოგიის მაგისტრი, კრიტიკოსი, რედაქტორი, გამომცემლობა „ივერიონის" ხელმძღვანელი
თეიმურაზ ლანჩავა
ფილოლოგიის მაგისტრი, პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, სახალხო მწერალი
გივი ჩიღვინაძე
ფილოლოგიის მაგისტრი, პოეტი, პროზაიკოსი, რედაქტორი, პუბლიცისტი
პოეტ პოეტიშვილი
პოეტი
ერეკლე ბეჟუაშვილი
პროზაიკოსი