ყველა სტატია
გამოქვეყნებული

მირიან ებანოიძე — პოლიტიკური ცნებების ლექსიკონი

მეფე

მირიან ებანოიძე4 წთ საკითხავი0
გაზიარება
პოლიტიკური ცნებების ლექსიკონი

მეფე

მეფე მაღალია და იერარქიას წარმოშობს, რაც აშინებს მდაბიოს, რომელიც თანასწორობას ელტვის და სიმაღლის პატივისცემა არ შეუძლია.

მეფე თუ ცუდია, მეფობის იდეა მაინც არაა ცუდი.

მეფე ხელდასხმულია და არა არჩეული (კიდევ ერთი უპირატესობა).

მეფე მაინც გყავს, გინდა თუ არა და იცი თუ არა, ამიტომ სჯობს შენი ნებით გყავდეს.

მეფე უფლებას გაძლევს, იყო სწორედ დამოუკიდებელი და თავისუფალი.

,,ჩვენი დრო’’

არ არსებობს არავითარი კრიტერიუმები იმისათვის, რომ გავარჩიოთ კარგი და ცუდი, ამბობს ჩვენი დრო _ სამოთხე ეს იგივე ჯოჯოხეთია, სხვა მხრიდან დანახული, სიკეთე და ბოროტება ფარდობითი, რელატიური ცნებებია, არ არსებობს დიდი და მცირე, უხამსობაა დიდი, ის, რაც თანასწორობაში არ იმალება.

დასავლეთი

ახალი ეპოქის მითი.

საიდანაა დასავლეთი?

იდეოლოგიური ტერმინია, ისევე, როგორც _ აღმოსავლეთი (იხილეთ).

ცისქვეშეთი, ანუ ჩინეთი

აბსოლუტური სიცარიელე, რომელსაც ვერ დაუპირისპირდები.

ლიტერატურისა და იეროგლიფების ქვეყანა.

კულტურა, რომელშიც ნებისმიერი ტრადიციის უარყოფა აგრძელებს ტრადიციას.

მათ კედელი თავისი თავის შესაზღუდად ააგეს.

თავისუფლება და უგემოვნობა

პატარა ადამიანები ცდილობენ წესრიგის შეცვლას. მათ ყოველთვის სული ეხუთებათ. პატარა ადამიანები თავიანთ თავს დამოუკიდებლად მიიჩნევენ, რადგან ვერ ხედავენ, რაზე არიან დამოკიდებულნი.

,,გასროლილ ქვას რომ ჰკითხო, გეტყვის, ჩემი ნებით მივფრინავო.”

დღეს არავინ გვაიძულებს ვაკეთოთ ის, რაც ჩვენ არ გვინდა. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა, მაგრამ გვინდა ის, რაც მოგვეთხოვება.

ჩვენს სურვილებში მოთხოვნილებებია, რაც ჩვენს დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

მოთხოვნილებებს ბაზარი აწარმოებს. ჯერ უნდა გააჩინო მოთხოვნილება და შემდეგ დააკმაყოფილო იგი.

თაგვების წამალი რომ გახადო საჭირო, ჯერ თაგვები უნდა აწარმოო (რეკლამის მთავარი პრინციპი).

პროტესტი

როცა დაუმორჩილებლობა და პროტესტი ნორმაა, მაშინ მორჩილება ნამდვილი ამბოხების ერთადერთი შესაძლებლობაა. დუმილი ბრძოლაა, მაგრამ არა უბრალოდ ფიზიკური დუმილი.

ნამდვილი დუმილი შეიძლება გამოიხატოს ყვირილით, ომით, პოლიტიკით (იხილეთ _ მართლმადიდებლობის ძალა).

საქართველო და ღაზა

ორივე უძველესი მართლმადიდებლობის კერაა, თუმცა ერთი ამერიკულია და პროგრესული, მეორე არა, ამიტომ ერთის დაბომბვა გამართლებულია, რადგან ტერორიზმი ჰყვავის.

ევროპა

ევროპის ერთიანობის მიზეზები შეიძლება გახდეს:

1.კათოლიციზმი (გწამს თუ არ გწამს ღმერთის, ევროპული კულტურის საფუძველი ქრისტიანობაა, მის წინააღმდეგ წასვლა კი _ უგემოვნობა)

ის ლიბერალიზმის ნამდვილი ალტერნატივაა. ,,სხვა რელიგიებიც არსებობენ’’ _ ეს არგუმენტი ე. წ. დასავლეთში უღმერთობის კულტის მსახურთა იარაღია.

2. ფეხბურთი, რომელსაც ფეხით თამაშობენ არისტოკრატები, კალათბურთს და გოლფს ბურთთან მენტალური სიახლოვე ბადებს.

3.მრავალენიანობა და გაგების სირთულე.

4.მასკულტურის უქონლობა(აპოფატიკური გზა)

იხილეთ: ევროენთუზიასტები და ევროსკეპტიკოსები

ებრაელები

ებრაელი როცა დაჩაგრულია, მაშინ ბატონობს

ებრაელს არაფერი არ ემეტება თავისთვის, ყველაფერი _ ჩვენთვის.

შეურაცხყოფაა, როცა ებრაელს ებრაელს უწოდებ (დასავლური კრიტერიუმებით).

ფაშიზმი

კლასიკური მუსიკა ფაშიზმია?

აბსოლუტური ბოროტება არ შეიძლება რამეს ვუწოდოთ.

ეს აზროვნების გაიოლება და იდეოლოგიური სწორხაზოვნებაა.

მართლა იყო თუ არა ექვსი მილიონი დახოცილი?

მითია თუ არა გაზის კამერები?

რატომ არ შეიძლება ამ თემაზე საჯარო მსჯელობა?

ებრაული ფაშიზმი (არსებობს თუ არა?)

მოდერნიზმი

იგივე ბარბაროსობა და რევოლუცია. სიახლის და აწმყოს გაფეტიშება.

ცარიელი ფურცლიდან ბარბაროსები იწყებენ, მათ არ სჭირდებათ ტრადიცია.

მოდერნიზაცია(პრიმიტივიზმის სახეობა).

პოსტმოდერნიზმი

დასავლური კულტურის თვითკრიტიკა, პროგრესის მითისგან გათავისუფლება.

აუცილებელი არაა, როგორც ჩვენი ადგილობრივი განმანათლებები ამტკიცებენ, ჯერ მოდერნიზმი გავიაროთ და შემდეგ მივიდეთ პოსტმოდერნიზმთან. დაუვარცხნელი თმა არის როგორც მოდერნიზმამდელი, ასევე პოსტმოდერნული მდგომარეობა.

ფინანსური კრიზისი

როცა სისტემა კარგადაა, კრიზისი ოქროზე ფასის ზრდას იწვევს. როცა ოქროს ფასი ეცემა, სისტემაშია კრიზისი.

როგორც ჩანს, კაპიტალიზმის ბუღი გაიფანტა და სიცარიელე გამოჩნდა.

კაპიტალიზმი და მევახშეთა ცივილიზაცია.

სადაა ბიზანტიური ოქრო, რომლის მიტაცებითაც კაპიტალიზმი დაიწყო?

უფრო მეტად, კაპიტალიზმის მემარცხენე კრიტიკაა პოპულარული.

მემარჯვენე პოზიციებიდან კრიტიკის დრო დადგა. ეს ასე გამოიხატება: სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა.

ამერიკული კონსერვატიზმი

სასაცილოა, მაგრამ ლიბერალიზმის ნიადაგზე ჩამოყალიბდა.

განსხვავდება ლიბერალური, ამერიკული ნეოკონსერვატიზმი, ევროპულ კულტურასა და ფასეულობებზე დაფუძნებული კონსერვატიზმისაგან.

ლიბერალიზმის რელიგია

ლიბერალიზმის ღმერთებია _ ზანგები, ქალები, ჰომოსექსუალები, უმცირესობები, რომლებიც ბატონობენ. ახასიათებს ფანატიზმი და შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრისადმი, თუმცა, ლიბერალიზმი არ განიხილავს თავს რელიგიად და როგორც ყველა იდეოლოგიას ვითომ დიალოგის წარმოებით საკუთარ თავს ნეიტრალურად წარმოაჩენს.

მისი

ათი მცნებაა _ადამიანის უფლებები და სიტყვის თავისუფლება (იგივე სიტყვის ბატონობა).

ადამიანის უფლებებში ადამიანი კვდება. სიტყვის ბატონობა არა იმიტომ, რომ რაიმეს თქმას გვიკრძალავს, არამედ იმიტომ, რომ გვაიძულებს ვილაპარაკოთ.

(ლიბერალი იყო ილია ჭავჭავაძე, ხალხის ხმა ესმოდა, თუმცა ახლა ჩვენ მასში მის ალტერნატივასაც, დიმიტრი ყიფიანს და ძველ საქართველოსაც ვგულისხმობთ. მაშინ ილია ლიბერალი და გარიბალდის თაყვანისმცემელი იყო, ახლა კონსერვატორია და ეკლესიის მიხედვით არის განმარტებული მისი ღვაწლი.)

შემწყნარებლობა და ტოლერანტიზმი.

ვითომ შემწნარებლობა, სტერილურობა და უნაყოფობა:

ჩვენ დროში სხვისი პატივისცემაა _ ავკრძალოთ როგორც ჯვრის, ასევე ნახევარმთვარის სიმბოლოები, თავისუფლების გამოვლენა _ თავსაბურავის ტარების აკრძალვა.

რელიგიის სწავლება ქადაგების გარეშე _ ფარისევლობის გაკვეთილია.

ქედის მოხრა მაშინ შეიძლება, თუ ის გაქვს.

ხალხი

ახალი დროის გამონაგონია.

ასპარეზზე გამოდის მე-18-ე საუკუნიდან.

ერთი კაცი არაა ხალხი, არც ორი, არც ასი, არც მილიარდი.

ხალხი უხილავად იმყოფება ყველგან, მათ შორის იქ, სადაც ის არ არის.

ხალხი არაა (რომის) მოქალაქეები, რადგან თუ მოქალაქე ხარ, ღმერთები უნდა გყავდეს. ხალხი მითია და ფანტასმაგორია.

რითია ხალხი მეფეზე მნიშვნელოვანი?

(საქართველოს ისტორია მეფეების ისტორია იყო და არა ხალხის)

ფემინიზმი

კლასიკური ისტორია სინამდვილეში არა მამაკაცის, არამედ ქალის ბატონობის ისტორია იყო. ქალის პასიური როლის მხოლოდ პატარებს სჯერა.

ასპარეზზე ყოფნა სულაც არ ნიშნავს უპირატესობას. მთავარია, ვინ მართავს ამ ასპარეზს. ესენი ყოველთვის ქალები იყვნენ. ისინი ამბობდნენ ,,ჰო-ს’’, ჩვენ – არას. ეხლა ასპარეზზე ქალები გამოვიდნენ, ჩვენ კი ჭეშმარიტი უპირატესობა და თავისუფლება მოვიპოვეთ. (იხილეთ _ ჩვენ.)

მოგეწონათ ეს სტატია?

გაზიარება

სიახლეების გამოწერა

ახალი პუბლიკაციები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე. უფასოდ, ნებისმიერ დროს გააუქმებთ.

კომენტარები