ყველა სტატია
გამოქვეყნებული

გიორგი გოგოლაშვილი — თამაზ ჭილაძე – „ახლა დავთმოთ თავისუფლება?!“

„უდიდესი ამოცანაა ენის დაწმენდა. ამ საქმის პირველი მეთაური ქართველი მწერალი უნდა იყვესო!“ – თქვა მიხეილ ჯავახიშვილმა და მეწინავე დროშა აიღო ხელთ...

გიორგი გოგოლაშვილი20 წთ საკითხავი0
გაზიარება
თამაზ ჭილაძე – „ახლა დავთმოთ თავისუფლება?!“

***

„უდი­დე­სი ამო­ცა­ნაა ენის და­წმენ­და. ამ სა­ქმის პირ­ვე­ლი მე­თა­უ­რი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი უნ­და იყვე­სო!“ – თქვა მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა და მე­წი­ნა­ვე დრო­შა აი­ღო ხელთ...

მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი კარ­გად იც­ნობ­და ქართული ენის ის­ტო­რი­ა­საც და მწერ­ლო­ბის ის­ტო­რი­ა­საც; ეს და­სკვნაც ამ ცოდ­ნის შე­დე­გი იყო.

მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს კონ­სტან­ტი­ნე გა­მსა­ხურ­დია და­უდ­გა გვერ­დით: „ჩვენ, ქარ­თველ­მა მწერ­ლებ­მა ხმა­ლი უნ­და ვი­შიშ­ვლოთ მშობ­ლი­უ­რი ენის თა­ვან­კა­რო­ბის და­სა­ცა­ვად!“ – მო­უ­წო­და თა­ნა­მო­კალ­მე­ებს...

ეს იყო XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში. ამ პე­რი­ოდს ქარ­თუ­ლი ენის ის­ტო­რი­ა­ში „ჯა­ვა­ხიშ­ვილ-გა­მსა­ხურ­დი­ას ეპო­ქა“ ვუ­წო­დეთ (იხ. ჩვე­ნი: „ჯვარცმული ენა – XX სა­უ­კუ­ნის ენობ­რი­ვი დის­კუ­სი­ე­ბი“, 2026). მათ ეს­ტა­ფე­ტა „ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ეპო­ქი­საგან“ მი­ი­ღეს... „ილიას ეპო­ქა“ XIX სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში და­ი­წყო...

და მო­ვი­და XXI სა­უ­კუ­ნე თა­ვი­სი უამ­რა­ვი სი­კე­თი­თა და პრობ­ლე­მით...

წი­ნა ეპო­ქების სირ­თუ­ლე ქარ­თუ­ლი ენის წუ­თი­სო­ფელ­ში უმ­თავ­რე­სად იმან განა­პი­რო­ბა, რომ ორი (რუ­სე­თი­სა და სა­ბჭო­თა) იმ­პე­რი­ის მარ­წუ­ხებ­ში იყო მო­ქცე­უ­ლი ჩვენი დედაენა...

თით­ქოს­და და­სრულ­და იმ­პე­რი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის ჟა­მი, XX სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს მო­ვი­პო­ვეთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა; ამ მონაპოვრის სიკეთე ისიც უნდა ყოფილიყო, რომ დამოუკიდებელ ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მწი­ფო ენას თა­ვი­სუ­ფა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნდა მისცე­მო­და...

უნ­და მი­სცე­მო­და, მაგ­რამ...

ბე­დი აქვს ქარ­თულ ენას ასე­თი: პრობ­ლე­მე­ბი არ ელე­ვა... XXI სა­უ­კუ­ნემ ქარ­თუ­ლი ენის წუ­თი­სო­ფელ­ში ახა­ლი სა­ფიქ­რა­ლი და სა­ბრძო­ლო მი­ზა­ნი გა­აჩი­ნა...

რა­ტომ და­ვი­წყეთ მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა და კონ­სტან­ტი­ნე გა­მსა­ხურ­დი­ას მო­წო­დე­ბა­თა გა­ხსე­ნე­ბით? – დღე­საც გვჯე­რა, რომ „ამ სა­ქმის მე­თა­უ­რი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი უნ­და იყოს!“ – სა­უ­ბა­რია სამწერლობო ­ე­ნის პრობ­ლე­მე­ბის მო­გვა­რე­ბა­ზე!...

* * *

ქართული ენობ­რივ­ი სივრცის მრავალფეროვნებამ და სირთულემ, ენობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის სწო­რად და­გეგ­მვა-გან­ვი­თა­რე­ბის აუცილებლობამ მო­ი­თხო­ვა, კა­ნო­ნი გა­გვე­ჩი­ნა სა­ხელ­მწი­ფო ენი­სა­თვის...

სა­კმა­ოდ რთუ­ლი და წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი პრო­ცე­სი აღმო­ჩნდა „ენის კა­ნო­ნის“ შე­მუ­შა­ვე­ბა...

დიახ, რთუ­ლი და წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი...

სა­ქმემ ახლაც მწერ­ლის ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სი­ტყვა დაისაჭირო­ვა...

და ეს სი­ტყვა მწე­რალ­მა თა­მაზ ჭი­ლა­ძემ თქვა!

სა­ღი აზ­რის გა­მარ­ჯვე­ბი­სა­თვის ბრძო­ლას იმ ეტაპზე წინ თა­მაზ ჭი­ლა­ძე გა­უ­ძღვა!...

ეს ამ­ბა­ვი მი­ნდა გა­ვიხ­სე­ნო ქარ­თუ­ლი ენის ერთ-ერ­თი ჯა­რის­კა­ცის უფ­ლე­ბით...

ასე იყო:

მე-20 სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში რე­ა­ლო­ბად იქ­ცა ფიქ­რი „ენის კა­ნო­ნის“ შექ­მნი­ს შესახებ. კა­ნო­ნის მომზადე­ბა არნ. ჩი­ქო­ბა­ვას სახ. ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­ში (დირექტორი ბ. ჯორბენაძე) და­ი­წყო; მე­რე ეს სა­ქმე ახლადჩამოყალიბებულმა (1997 წ.) ენის სა­ხელ­მწი­ფო პა­ლა­ტამ გადა­ი­ბა­რა. მუშავდე­ბო­და კა­ნონ­პრო­ექ­ტი და პე­რი­ო­დუ­ლად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ­თან არ­სე­ბუ­ლ ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ა­ში.

2001 წლის 12 აპ­რილს გა­ი­მარ­თა კო­მი­სი­ის სხდო­მა ე. შევარდნაძის თავმჯდომარეობით; გან­ვი­ხი­ლეთ კა­ნონ­პრო­ექ­ტი. გადა­წყდა – დო­კუ­მენ­ტს უკვე ის სახე ჰქონდა, რომ შე­იძ­ლე­ბოდა გადა­სცე­მო­და პარ­ლა­მენტს... თითქოს და­სრ­ულ­და ერ­თი რთუ­ლი ეტაპი; ვე­ლო­დე­ბოდით მო­მდევ­ნოს – საპარლამენტო განხილვების აურზაურს...

დიახ, ეს ერთი ეტაპი დასრულებულად მივიჩნიეთ: კა­ნონ­პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტშია. სა­ხელ­მწი­ფო ენის კო­მი­სიის ყვე­ლა სხდომას ვეს­წრე­ბო­დი; ხელთ მქონ­და პრო­ექ­ტის ბო­ლო ვა­რი­ან­ტიც; მოკლედ, შეიძლება ითქვას, კარგად ვიცნობდი კანონპროექტს...

გა­ზეთ „თბი­ლი­სის“ რე­დაქ­ტო­რი იო­სებ ჭუმ­ბუ­რი­ძე სა­ქმის კურ­სში იყო; ამ კა­ნონს გულ­შე­მატ­კივ­რობდა, ეტაპობრივად აშუქებდა პროცესის მიმდინარეობას. ერთ დღე­საც შე­შფო­თე­ბულ­მა და­მი­რე­კა – რა­დი­ო­ში მო­ვის­მი­ნე, ენის კა­ნონ­ში ასე­თი პუნ­ქტი იქ­ნე­ბაო: ად­გი­ლობ­რი­ვი თვითმმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებს ეძ­ლე­ვა უფ­ლე­ბა, ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით მი­ი­ღონ გადა­წყვე­ტი­ლე­ბა, რა ენაზე წარმართონ მუ­შაობა იმ რეგიონში სახელმწიფო ორგანოებმა.

იო­სებ ჭუმ­ბუ­რი­ძეს, ცხა­დია, ჰქონ­და სა­ფუძ­ვე­ლი შე­შფო­თე­ბი­სა. ასეთი კა­ნო­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებს ნე­ბას რთავ­და, სა­ხელ­მწი­ფო ენა ჩა­ე­ნაც­ვლე­ბი­ნა ნე­ბის­მი­ე­რი ენით, რო­მელ­საც ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა გადა­წყვეტ­და. და­ვამ­შვი­დე იო­სე­ბი: არაა მარ­თა­ლი, ასე­თი რამ კა­ნონ­პროექტში არ წე­რია-მე­თქი...

– არაო, – დაბეჯითებით ამტკიცებდა, – ნა­მდვი­ლად ასე თქვა დე­პუ­ტატ­მა გე­ლა კვა­რა­ცხე­ლი­ა­მო.

დავუკავშირდით რა­დი­ო­კო­მი­ტეტ­ში თა­მაზ ხმა­ლა­ძეს (ლიტერატურულ გადაცემათა მთავარ რედაქტორს), ვთხო­ვეთ, გადა­ე­მოწ­მე­ბი­ნა, მო­ე­ძებ­ნა ის გადაცემა და მო­ეს­მი­ნა ჩა­ნა­წე­რი...

მარ­თა­ლი აღმო­ჩნდა იო­სე­ბის მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია...

ენის პა­ლა­ტის ხელ­მძღვა­ნელ­თან, ლე­ვან ღვინ­ჯი­ლი­ას­თან, გადა­ვა­მოწ­მე; ვინ გი­თხრაო, და­ინ­ტე­რეს­და... მი­ვა­წო­დე წყა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა... არ ესიამოვნა გახმაურება ამ ამბისა...

უც­ნა­უ­რი რამ გა­ირ­კვა: მას შემ­დეგ, რაც კა­ნონ­პრო­ექ­ტი სა­ხელ­მწი­ფო ენის კო­მი­სი­ამ პარ­ლა­მენტს გადა­უგ­ზავ­ნა, ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცია პარ­ლა­მენ­ტის ქარ­თუ­ლი ენის ქვე­კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, მა­ნა­ნა გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის, ლევან ღვინჯილიასა და დეპუტატ გელა კვარაცხელიას შემადგენლობით ჰა­ა­გა­ში წა­ვი­და; წა­ი­ღეს ჩვე­ნი კა­ნონ­პრო­ექ­ტი და... „ჩამო­ი­ტა­ნეს“ (გამო­ი­ტა­ნეს) ახა­ლი ვა­რი­ან­ტი...

სა­სწრა­ფოდ მო­ვი­ძი­ეთ შე­ცვლი­ლი ვა­რი­ან­ტი კა­ნონ­პრო­ექ­ტი­სა. ფაქ­ტის წი­ნა­შე აღმო­ვჩნდით: ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ის მი­ერ პარ­ლა­მენტ­ში გა­გზავ­ნილ ვა­რი­ან­ტს და­ე­მა­ტა პუნ­ქტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ას­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ ყოფილა (ეუ­თოს მო­თხოვ­ნი­თო!)... ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბას თავს არი­დებ­და, ვისაც ევალებოდა... ცალყბად გვარწმუნებდნენ, ასე ჯობიაო... თუ არ გამოდგება, მერე შევცვალოთო; მაგრამ ავიწყდებათ ის ჭეშმარიტება, რომ „რასაც შენი ნებით დათმობ, ვეღარასოდეს დაიბრუნებ“ (ოთარ ჭილაძე)... უპა­სუ­ხოდ და­რჩა კი­თხვაც: რის სა­ნაც­ვლოდ მო­ხდა ეს? რა მი­ვი­ღეთ ამ და­თმო­ბის სა­ნაც­ვლოდ?...

ჟურ­ლან­ში „ბურ­ჯი ეროვ­ნე­ბი­სა“ გადმო­ვბეჭ­დეთ კა­ნონ­ში ახლადჩა­მა­ტე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი; სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გამო­იწ­ვია კა­ნო­ნის მე-12 მუხ­ლის რამ­დე­ნი­მე პუნ­ქტმა. აი, ეს სა­ხი­ფა­თო პუნ­ქტე­ბიც:

„მუხ­ლი 12. სა­ხელ­მწი­ფო და ად­გი­ლობ­რი­ვი თვითმმარ­თვე­ლო­ბი­ს ორ­გა­ნო­თა სა­ქმი­წარ­მო­ე­ბის ენა

5. ად­გი­ლობ­რი­ვია თვითმმარ­თვე­ლო­ბის წარმო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო – სა­კრე­ბუ­ლო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია მი­სი სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბით მი­ი­ღოს გადა­წყვე­ტი­ლე­ბა ამ კა­ნო­ნით და­დგე­ნი­ლი წე­სით სა­კრე­ბუ­ლო­სა და მის და­ქვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის სა­ქმი­ა­ნო­ბა­ში, სა­ხელ­მწი­ფო ენას­თან ერ­თად, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა­თვის გა­სა­გე­ბი სხვა ენის გამო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ.

6. ამ მუხ­ლის მე-5 პუნ­ქტით გა­თვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გადა­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­მთხვე­ვა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თვითმმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებს უფ­ლე­ბა აქვთ:

ა). ჩა­ა­ტა­რონ სხდო­მე­ბი და სხვა ზე­პი­რი მო­სმე­ნე­ბი შე­სა­ბა­მის არა­სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე;

ბ). სა­კრე­ბუ­ლოს იუ­რის­დიქ­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუდ­მი­ვად მცხოვ­რებ ფი­ზი­კურ პირ­თა ზე­პი­რი ან/და წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით ოფი­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ამ­ყა­რონ შე­სა­ბა­მის არა­სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე;

გ). ში­და სა­რგებ­ლო­ბის სა­ქმის­წარ­მო­ე­ბა განა­ხორ­ცი­ე­ლონ და ში­და სა­რგებ­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცია შე­ად­გი­ნონ შე­სა­ბა­მის არა­სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე;

დ). სხვა სა­ხის სა­ქმის­წარ­მო­ე­ბის მა­სა­ლე­ბი და დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი ამ პუნ­ქტის „გ) ქვე­პუნ­ქტ­ში, სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე შე­დგე­ნის შემ­დეგ თარ­გმნონ და გამო­აქ­ვეყ­ნონ შე­სა­ბა­მის არა­სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე“.

ვი­თა­რე­ბა სა­გან­გა­შო იყო: წარმოიდგინეთ, ქვეყ­ნის სა­კმა­ოდ ვრცელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქართული ენა დაკარგავდა სა­ხელ­მწი­ფო ენის ფუნქციებს; მას შე­იძ­ლე­ბო­და ჩანაცვლებოდა ადგილობრივი არა­ქარ­თველი მოსახლეობის მშობლიური ენა...

იოსებ ჭუმ­ბუ­რი­ძემ გადა­წყვი­ტა, სა­სწრა­ფოდ გამო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა ეს და­მა­ტე­ბა გა­ზეთ „თბი­ლი­სში“ და სა­მსჯე­ლოდ ექ­ცია...

გაირკვა, პარლამენტი არ იყო თანახმა საკითხის საჯარო განხილვისა (ვსვამდით ამ კითხვასაც – რატომ?). საქმეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩავრიეთ. რექტორმა, ბატონმა როინ მეტრეველმა, გამოითხოვა კანონპროქტი განხილვისათვის. უნივერსიტეტის ავტორიტეტის წყალობით კანონპროექტში „ფარულად“ შეტანილი ჩასწორება განხილვის საგნად იქცა...

ჩვენ, „ენის კა­ნო­ნის“ თავ­გა­დაკ­ლუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, ამ ამბავ­მა კანონპროექტის შე­უ­რი­გე­ბელ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბად ­გაქცია...

მო­ხდა ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი: კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი და­მა­ტე­ბის გამო შექ­მნი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ხმა მი­სწვდა ერთ ცნო­ბილ (არ­ცთუ სა­ხე­ლი­ან) ოპოზიციონერ დე­პუ­ტატს – ცნო­ბილ პი­როვნე­ბას და პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე პირ­ველ­მა მან გა­აჟ­ღე­რა ეს ამ­ბა­ვი; „პოლიტიკანური ხმაური“ ატეხა...

რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ იდე­ას უტე­ხენ სა­ხელს... იდე­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ახ­დე­ნენ... მერე ამით სა­რგებ­ლო­ბენ „პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირ­ე­ბი“ და პრო­ვო­კა­ცი­ულ კი­თხვებს სვა­მენ: იმ „უსა­ხე­ლო“ კა­ცის გვერ­დით დგა­ხარ, არა გრცხვე­ნი­აო?... ეს კი ამ ფაქტს საზოგადოების თვალში უკ­ვე და­ბრკო­ლე­ბად აქ­ცე­ვს: მავანნი თავს არიდებენ „იმ კაცის გვერდით დგომას“...

მარტივი ჭეშმარიტებაა: იდე­ის გა­მარ­ჯვე­ბას ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბის თავკაცობა სჭირ­დე­ბა; ავ­ტო­რი­ტე­ტულ პი­როვ­ნე­ბას – საზოგადოების მხარ­დაჭერა...

იო­სებ ჭუმ­ბუ­რი­ძეს ვუ­ამ­ბე, რომ პრეზიდენტთან არსებული ქართული ენის სახელმწიფო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ამ კა­ნონ­პრო­ექ­ტის განხილვისას მწე­რალ­ თა­მაზ ჭი­ლა­ძის გამოსვლა იყო ძალიან საინტერესო. ორატორმა მისთვის დამახასიათებელი ლოგიკითა და დამაჯერებლობით ისაუბრა ენის კანონის მნიშვნელობაზე; მისი მიღების საჭიროებაზე; განსახილველი კანონპროექტის ავ-კარგზე... იქ­ნებ გვე­სარ­გებ­ლა ამით, მი­გვე­მარ­თა მწერ­ლი­სა­თვის და კა­ნონ­პრო­ექ­ტის გადა­რჩე­ნი­სა­თვის მე­ბრძოლ­ნი აღმო­ვჩნდე­ბო­დით „თა­მაზ ჭი­ლა­ძის გვერ­დით“... რედაქტორს მოეწონა იდეა და ჟურ­ნა­ლის­ტი თა­მარ შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი გა­გ­ზავ­ნა თა­მაზ ჭი­ლა­ძეს­თან – უნ­და ეთხო­ვა კო­მენ­ტა­რი პარ­ლა­მენტ­ში წარ­დგე­ნილ კა­ნონ­პრო­ექტ­ში შე­ტა­ნილ ცვლი­ლე­ბა­თა შე­სა­ხებ... რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ბ-მა თა­მაზ­მა გუ­ლის­ხმი­ე­რად მო­ის­მი­ნა და გვირ­ჩია: სა­ნამ ინ­ტერ­ვიუ მო­მზად­დე­ბო­და, გაზეთს გადაე­ბეჭ­და ენის თე­მა­ზე ჟურნალ „მნა­თობ­ში“ გამო­ქვეყ­ნე­ბუ­ლი მი­სი წე­რი­ლი (საქმეს წაადგებაო) და მე­რე მი­ვა­ყო­ლოთო ინ­ტერ­ვი­უ... ასეც მო­ხდა...

* * *

გა­ზეთ „თბი­ლის­ში“ (2002 წ., № 53) გამო­ქვეყ­ნდა სა­და­ვო პუნქტები კა­ნონ­პრო­ექ­ტი­სა და მწერალ თა­მაზ ჭი­ლა­ძის ინ­ტერ­ვიუ („ახ­ლა და­ვთმოთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა?!“); ინ­ტერ­ვიუ გადა­ვბეჭ­დეთ ჟურ­ნალ­ში „ბურ­ჯი ეროვ­ნე­ბი­სა“ (2002 წ. № 5-6).

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, გა­ზეთ „თბი­ლი­სის“ „ტაქ­ტი­კურ­მა სვლამ“ გა­ა­მარ­თლა... თა­მაზ ჭი­ლა­ძის ინ­ტერ­ვი­უს სე­რი­ო­ზუ­ლი გამო­ხმა­უ­რე­ბა მო­ჰყვა. იგი გადა­ი­ცა რა­დი­ო­თი თა­მაზ ხმა­ლა­ძის სა­ავ­ტო­რო პროგ­რა­მა­ში „ენაჲ შე­მკუ­ლი და კურ­თხე­უ­ლი“ და თა­მაზ ჭი­ლა­ძის წე­რი­ლით (ასე მოვიხსენიებთ ამ პუბლიკაციას ქვემოთ) გა­იხ­სნა ორი ფრონ­ტი სახელმწიფო ენის გადასარჩენად: გა­ზე­თი „თბი­ლი­სი“ და რა­დი­ოპ­როგ­რა­მა „ენაჲ შე­მკუ­ლი და კურ­თხე­უ­ლი“...

გაზეთის რედაქციამ სთხოვა მწერალს, ორი მიმართულებით გაემახვილებინა ყურადღება: (1) არის თუ არა აუცილებელიენის კანონის“ მიღება და (2) რა სა­ფრთხეს ქმნის ქვეყნის გარედან ამგვარი ჩარევა (იგულისხმება კანონპროექტში ჩამატებული მუხლები); რას უნდა ველოდეთ, თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ჰააგაში სურდათ...

„კანონი ენის შესახებ საჭიროა, მაგრამ არა ასეთი, როგორც გვთავაზობენ“ - ეს იყო ზოგადი დასკვნა მწერლისა ვრცელი პროფესიონალური მსჯელობის შემდეგ, ეს დასკვნა ასე გრძელდება:

„სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ენის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია! მაგრამ მას­ში ახ­ლად შემო­ტა­ნი­ლი ორი ცვლი­ლე­ბის გა­რე­შე! ამ ცვლი­ლე­ბე­ბით კა­ნო­ნის მი­ღე­ბას სჯო­ბია, სა­ერ­თოდ არ გვქონ­დეს კა­ნო­ნი! პი­რა­დად, ამის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ! ეს არ უნ­და მო­ხდეს! მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გამო, შე­საძ­ლოა, ჩვენ­მა პარ­ლა­მენტ­მა მო­ა­დუ­ნოს ყუ­რა­დღე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბიც სხვა პრობ­ლე­მებ­ზე არი­ან გადა­რთულ­ნი; ამი­ტომ არის ამ უდი­დე­სი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მო­ვლე­ნის მი­ფუ­ჩე­ჩე­ბის რე­ა­ლუ­რი სა­ში­შრო­ე­ბა. არა­და, თუ­კი კა­ნონ­პრო­ექტს იმ ორი ცვლი­ლე­ბით მი­ვი­ღებთ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ენის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კა­ნო­ნი!... დი­დი ხი­ფა­თი გვე­მუქ­რე­ბა...

ჩვენც ასე ვფიქრობდით – დი­დი ხი­ფა­თი გვე­მუქ­რე­ბოდა...

და კანონპროექტის განხილვის ეტაპზე მეგზურობა დავაკისრეთ თამაზ ჭილაძის აზრს! გამარჯვებაც გარკვეულწილად ამან განაპირობა...

თქვა მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა, დე­და­ე­ნი­სა­თვის ბრძო­ლა­ში „ამ სა­ქმის პირ­ვე­ლი მე­თა­უ­რი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი უნ­და იყ­ვე­სო“ და ეს პირ­ვე­ლო­ბა ითა­ვა თა­მაზ ჭი­ლა­ძემ... მწერლის ვრცე­ლი­ და პრინ­ცი­პუ­ლი პუბლიკაცია მი­გვაჩ­ნია სა­ე­ტა­პო მნიშ­ვნელობის პუბლიცისტურ შენაძენად; და არა მხოლოდ იმ კონკრეტული შემთხვევისათვის. თამაზ ჭილაძის ამ წერილმა იმჟამად თავისი საქმე გააკეთა; ავტორიტეტული პიროვნების თამამი და ღირსეული სიტყვა იყო... წერილს მო­ჰყვა ხმა­უ­რი­ა­ნი შე­ხვედ­რა-გან­ხილ­ვე­ბი; განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დისკუსია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; რასაც დაემყარა უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს დასკვნა... კანონპროექტში ჩამატებული პუნქტები შეფასდა ქვეყ­ნი­სა­თვის დი­დი სა­ფრთხის შე­მცვლე­ლად...

და სა­ბო­ლო­ოდ კა­ნონ­პრო­ექ­ტის ეს ვა­რი­ან­ტი „ჩა­ვარ­და“; ითქვა პარლამენტში: უნივერსიტეტმა წარმოადგინა უარყოფითი დასკვნა, ამიტომ აღარ განი­ხი­ლებაო!...

გა­ი­მარ­ჯვა „ჭი­ლა­ძის გვერ­დით მდგომ­თა“ პო­ზი­ცი­ამ...

სანამ საუბარს განვაგრძობთ, გვინდა ერთ რამეზე დავფიქრდეთ:

ვთქვათ და არ ამტყდარიყო ეს აურზაური და პარლამენტს „ენის კანონი“ მიეღო ჰააგიდან ჩამოტანილი დამატებითი პუნქტებითურთ; რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ამას ქვეყნისთვის; შესაბამისად, რას გადავრჩით? – ამგვარი კანონის ძალით არაქართულენოვანი მოსახლეობა თავისი ენით ჩაანაცვლებდა ქართულ ენას იქ, სადაც მათი რიცხობრივი სიმრავლეა: ქვემო ქართლსა და მესხეთ-ჯავახეთში (პრობლემები შიდა ქართლშიც შეიქმნებოდა)... პროვოკატორებსა და მტრული განწყობის ქართველებს, საუბედუროდ ჩვენდა, რა გამოლევს და დასავლეთ საქართველოს ზოგ რეგიონშიც შექმნიდნენ ენობრივ პრობლემებს (ამას გარეშე მტრის ხელშეწყობა და წაქეზებაც ექნებოდა) და... ფაქტობრივ, საკანონმდებლო საფუძვლები მომზადდებოდა საქართველოს ერთიანობის დასარღვევად (გვახსოვს: ენობრივი მთლიანობა ეროვნული მთლიანობის საფუძველია!)... და როგორც მწერალი ამბობს, ჩვენივე ნებით დავთმობდით სიმწრით მოპოვებულ სიკეთეს – ქვეყნის შეკოწიწებულ ერთიანობასა და ნანატრ თავისუფლებას... ღვთის მადლით, გადავრჩით ამ უბედურებას... ამ გადარჩენის ისტორია გიამბეთ ამ ესეში...

ბევრ ვინმეს ეკუთვნის მადლობა ამ უბედურების თავიდან აშორებისათვის, მაგრამ დღეს თამაზ ჭილაძის როლი გამოვკვეთეთ.

**

თამაზ ჭილაძის „ახლა დავთმოთ თავისუფლება?!“ არ იყო გულანთებული პატრიოტის მიერ ხალხმრავალ მიტინგზე წარმოთქმული მგზნებარე სიტყვა. ეს იყო ნაფიქრი, აწონილ-დაწონილი, არგუმენტირებული, დასაბუთებული მსჯელობა საქმეში ჩახედული კაცისა, რომელსაც შესწევს უნარი შექმნილი ვითარების სწორი ანალიზისა და მდგომარეობიდან გამოსავლის ოპტიმალური ვარიანტის შერჩევისა... ეს ვარიანტი გათვლილი იყო შეგნებული ადამიანების ერთობაზე და არა, როგორც თავად შენიშნავს, ეგზალტირებულ ბრბოზე...

დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ: თა­მაზ ჭი­ლა­ძის „ახ­ლა და­ვთმოთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა?!“ მი­ე­კუთ­ვნე­ბა იმ პუბ­ლი­ცის­ტურ ნა­შრომ­თა რიცხვს, რომ­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც „ერ­თჯე­რა­დი“ არ არის... დასმული საკითხების სიმრავლე, სიმწვავე და მრავალფეროვნება მას „მრავალჯერადი გამოყენების“ ფუნქციას ანიჭებს... სახელმწიფო ენის საკითხებზე მსჯელობისას (ფიქრისას) აუცილებლად გასათვალისწინებელი ნაშრომია...

წერილ­ში აქტუალური, ფაქიზი და მტკივნეული, ერისა და ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელობის საკითხები არის განხილული; ის საკითხები, რომელთა გათვალისწინების გარეშე ენის კანონპროექტზე მსჯელობა (და საერთოდ, ქვეყნის მომავალზე ფიქრი) ვერ იქნებოდა სრულყოფილი.

**

ამთავითვე ვიტყვით: ზოგადი შთაბეჭდილება ასეთია:

თამაზ ჭილაძე სა­თქმე­ლს პირ­და­პი­რ ამბობს; მო­უ­რი­დებ­ლად, კატეგორიულად, მტრი­სა და მო­ყვრის გა­სა­გო­ნად; ქვეტექსტების გარეშე...

(„ქვეტექსტებმა“ გაგვახსენა:... ერთხელ ოთარ ჭი­ლა­ძისათვის უკითხავს ინტერვიუერს, საბჭოთა პერიოდში სი­მარ­თლე რომ გეთ­ქვათ, ქვე­ტექ­სტე­ბით წერ­დი­თო? – აღ­შფო­თე­ბუ­ლა ოთარ ჭი­ლა­ძე: „რაო? რო­გორ გე­კად­რე­ბა, ქვე­ტექ­სტე­ბით მე არა­სო­დეს არა­ფე­რი და­მი­წე­რი­აო!“ (ი. ამირხანაშვილი). ეტყობა, უქვეტექსტო საუბარი „ჭილაძეების სტილია“…)

ჩვენ არ ვა­პი­რებთ მწერლის ამ პუბლიკაციის დეტალურ ანა­ლიზს; ამას დი­დი დრო და ფართობი და­სჭირ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ეფექ­ტუ­რიც ვერ იყოს... მაგრამ მიგვაჩნია, რომ თა­მაზ ჭი­ლა­ძის პოზიციის გახსენება საჭიროა ამ პრობ­ლე­მებ­ზე ფიქრ­თა გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად... ხოლო სახელმწიფო ენის პრობლემებზე ფიქრთა გააქტიურება მარადიული საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი...

ამ პუბლიკაციას გავიხსენებთ, როგორც ერთ-ერთ გზამკვლევს, სადღეისო და სახვალიო შემოძახილს დედაენის ინტერესების დაცვისათვის მარადიულ ბრძოლაში...

გავიხსენებთ, როგორც მაგალითს თვალსაზრისისა: დედაენის გადარჩენისათვის ბრძოლას მწერალმა უნდა უმეთაუროსო (მ. ჯავახიშვილმა რომ შეგვაგონა)...

***

შეიძლება მკითხოთ, წერილში რა ითქვა ისეთი, რაც არ ვიცოდით, რა არისო სიახლე... გეტყვით: ფორმაა შთამბეჭდავი და უაღრესად საჭირო დროს სწორი აქცენტებით თქმული სრული სიმართლე! მოურიდებელი შეძახილი; გამომაფხიზლებელი და გამამხნევებელი შეგონებანი... თუმცა სიახლეც არის, თუნდაც იანიჩარების თემაზე თქმული... და სხვაც...

***

ზემოთ ძირითადი დასკვნა გაგაცანით თამაზ ჭილაძისა: „კანონი ენის შესახებ საჭიროა, მაგრამ არა ასეთი, როგორც გვთავაზობენ... დი­დი ხი­ფა­თი გვე­მუქ­რე­ბა... ახლა ისა ვთქვათ, რის საფუძველზე გაკეთდა ეს დასკვნა? რა არგუმენტები მოიშველია მწერალმა

მოვუსმინოთ, რას ამბობს, რატომ და რისთვის თამაზ ჭილაძე... ჩვენ კი ჩვენეული მცირე კომენტარებით „მეგზურის“ როლს შევასრულებთ. საკითხებს გამოვყოფთ, გამოვაცალკევებთ და თეზისების სახით წარმოვადგენთ...

** გ. გ. როცა სახელმწიფო ენის გადარჩენისათვის ვიბრძვით, ვიცით კი მისი ფასი და მნიშვნელობა?

თამაზ ჭილაძე – „სა­ხელ­მწი­ფო ენა გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფე­ნო­მე­ნია, ვიდ­რე ჩვენ გვგო­ნია. მი­სი ცნე­ბა ჯერ კი­დევ ვერ გა­გვი­აზ­რე­ბია. თუ დრო­უ­ლად გონს არ მო­ვე­გე­ბით, და­კარ­გუ­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი მი­წე­ბის და­ბრუ­ნე­ბის ყო­ველ­გვა­რი ცდა ამაო იქ­ნე­ბა.“

შევნიშნავთ: აქაც და შემდეგაც ამ „არგუმენტების“ გაცნობისას შეიძლება მკითხველს შეკითხვები გაუჩნდეს, ვთქვათ: რა შუაშია ოკუპირებული ტერიტორიები და სახელმწიფო ენის ფენომენის გააზრება? ამგვარ კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვისახავთ მიზნად ამ წერილში... სხვაგან და სხვა დროს მზად ვართ მსგავს კითხვებზე პასუხის გასაცემად...

** ქართული სამყაროს საფუძველი ქართული ენაა; ეს სპეციფიკაა ქართული ყოფისა.

„ქვე­ყა­ნა, სა­დაც ვცხოვ­რობთ, მო­ი­აზ­რე­ბა ქარ­თულ სა­მყა­როდ, რომ­ლის სა­ფუძ­ვე­ლიც ქარ­თუ­ლი ენაა. ენა კი ყვე­ლაფ­რის დე­დაა, ტყუ­ი­ლად კი არ ვუ­წო­დებთ მას დე­და­ე­ნას. ყო­ვე­ლი ჩვე­ნი სა­ქმი­ა­ნო­ბა, ფიქ­რი ენის წი­აღ­ში იბა­დე­ბა და ენა აძ­ლევს მას სტი­მულს... თუ ეს ასე არ ხდე­ბა, მა­შინ არც ქვე­ყა­ნა გვქვია და არც ენა­ზე უნ­და გვქონ­დეს პრე­ტენ­ზია!...“

** ჩვენი მწარე ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებაა საჭირო… სხვათა ინტერესებით არ უნდა ვიმოქმედოთ, თორემ დავკარგავთ სიმწრით მოპოვებულს…

„ორა­სი წე­ლი­წა­დი სხვა სა­ხელ­მწი­ფოს მო­ნო­ბა­ში განვვლეთ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ენის სტა­ტუ­სი, ჩვენს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ქარ­თულ ენას ჰქონ­და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამ უფ­ლე­ბით რუ­სუ­ლი ენა სა­რგებ­ლობ­და – ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი სხდო­მა, სა­ქმის წარმო­ე­ბა რუ­სუ­ლად მი­მდი­ნა­რე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამი­ტომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მწი­ფო ენის ავ­ტო­რი­ტე­ტულ ფუ­ფუ­ნე­ბას შე­ჩვე­უ­ლი არ ვართ. თა­ვი­სუფ­ლე­ბა ძალ­ზე რთუ­ლია და სა­თუ­თი. თუ ისე არ მო­ე­პყა­რი, რო­გორც ეკად­რე­ბა და მო­ი­თხოვს შე­ნ­გან, და­კარ­გავ მას! ეს გა­ცი­ლე­ბით იო­ლია, ვიდ­რე თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა. თუ ჩვენ ყვე­ლა გა­რე­შეს მი­ერ თავ­სმოხ­ვე­უ­ლი აზ­რი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ და სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სი და­ვრთგუ­ნეთ, თა­ვი­სუფ­ლე­ბა „ჩი­ტი­ვით გა­გვიფ­რინ­დე­ბა“...

** მაინც ვერ ვისწავლეთ მტერ-მოყვრის გარჩევა… სიამოვნებით ვწრუპავთ საწამლავგარეულ შარბათს…

„ძა­ლი­ან ცდი­ლო­ბენ, რომ სწო­რედ ამას მი­აღ­წი­ონ. სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შემო­დის უამ­რა­ვი სა­კვე­ბი პრო­დუქ­ტი, რო­მელ­თაც შემო­მტან ქვეყ­ნებ­ში არ მი­ირ­თმე­ვენ, ჩვენ­თან კი სა­ღდე­ბა. აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა ამა თუ იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, გნე­ბავთ, მსოფ­ლიო ბან­კის მი­ზა­ნი; მათ სურთ, რომ ჩვენ და­ვრჩეთ მო­მხმა­რე­ბელ ქვეყ­ნად, ნა­ბი­ჯი წინ ვერ გადა­ვდგათ და მუ­დამ მათ­ზე ვი­ყოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. კა­პი­ტა­ლიზ­მის კრი­ზი­სის და­წყე­ბის­თანავე კი, ჩვენ­თან და სხვა მსგავს ქვე­ყა­ნა­ში, გა­ა­სა­ღე­ბენ სა­ქო­ნელს, რო­მე­ლიც პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და­ხმა­რე­ბის სა­ხით შემო­ვა, ჩვენ კი ისევ სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ვრჩე­ბით. ამ სა­ხელ­მწი­ფო­ებს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი ქვეყ­ნის ში­ნა­ურ სა­ქმე­ებ­ში ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბა არა აქვთ, მით უფ­რო, თუ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზეა სა­უ­ბა­რი.“

** იმ უცხოელს ჯერ უნდა გავაგებინოთ, ვინ ვართ ჩვენ და მერე მივცეთ ჩვენს საქმეში ჩარევის უფლება...

„ბევრ­მა უცხო­ელ­მა, სა­ერ­თოდ, მსოფ­ლი­ო­ში ბევრ­მა არ იცის ვინ ვართ, არ იც­ნობს ჩვენ ის­ტო­რი­ას, კულ­ტუ­რას, ტრა­დი­ცი­ებს, თო­რემ ასე ხე­ლა­ღე­ბით და უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ არ მო­გვე­კი­დე­ბოდ­ნენ. ამას ხალ­ხის და­ცინ­ვა ჰქვია. არა მგო­ნია, მათ შე­გნე­ბუ­ლი ჰქონ­დეთ სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბის არ­სი. ჩვე­ნი სა­მშობ­ლო ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი სა­ცხოვ­რი­სია პლა­ნე­ტა­ზე, სხვა­გან ჩვენ ვერ ვი­ცხოვ­რებთ და არც გვინ­და, რომ ვი­ცხოვ­როთ! ამის­გან ღმერთ­მა და­გვი­ფა­როს... ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქეს უნ­და ჰქონ­დეს იმის გა­რან­ტია, რომ სა­კუ­თარ, ქარ­თულ სა­მყა­რო­ში ცხოვ­რობს და მის ენას სა­ხელ­მწი­ფო სტა­ტუ­სი იცავს.“

** ქართველებს სხვისი პატივისცემა არასდროს შეგვშლია და სხვისგანაც მოვითხოვოთ სამაგიერო პატივისცემა...

„ჩვენ­თან შემო­ხიზ­ნულ სხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ყო­ველ­თვის პა­ტივს სცემ­და. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც არა­სო­დეს გა­მწვა­ვე­ბუ­ლა, ვიდ­რე მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო არ ჩა­ე­რე­ო­და და გან­ხეთ­ქი­ლე­ბას არ გამო­იწ­ვევ­და. მა­თი ჩამო­სახ­ლე­ბაც ხომ, ისე და ისევ, დი­დი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გამო მო­ხდა. ამით, გა­რკვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, სა­ქარ­თვე­ლო და­ა­ქუც­მა­ცეს!... მაგ­რამ თა­ვად შემო­ხიზ­ნუ­ლებ­მა ხომ უნ­და იცოდ­ნენ, რომ პა­ტი­ვი სცენ იმათ, ვინც შე­ი­ფა­რა, ლუკ­მა გა­უ­ყო, ჭე­რი მი­სცა და თა­ნა­მო­ქა­ლა­ქედ მი­იჩ­ნია... ეს დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მა, ჰუ­მა­ნუ­რო­ბაა ქარ­თუ­ლი ხალ­ხის მი­ერ მათ მი­მართ.

მე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ რა­დი­კა­ლიზ­მის მო­მხრე, მაგ­რამ ამ შე­მთხვე­ვა­ში მე­ტი არა­ფე­რი და­მრჩე­ნია, რომ ვთქვა, – ვი­საც არ სურს ის­წავ­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ენა, მა­შინ უნ­და გადა­წყვი­ტოს, აქ და­რჩეს თუ თა­ვის სა­მშობ­ლო­ში და­ბრუნ­დეს. კო­მუ­ნა­ლუ­რი ბი­ნა გა­მი­გია, კო­მუ­ნა­ლუ­რი სა­მშობ­ლო – არა!...“

** დავასრულოთ ლენინური ინტერნაციონალიზმის იდეებით ცხოვრება...

– „მაგ­რამ იმათ­ზე რა ვთქვათ, რო­ცა თვი­თონ ქარ­თვე­ლე­ბი არ ვაზ­როვ­ნებთ სწო­რად. კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­ინ­დე­ლი აზ­როვ­ნე­ბის ინერ­ცია ჩვენ­ში ისევ მძლავ­რია და ლე­ნი­ნუ­რი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი­სა­გან არ გან­სხვავ­დე­ბა... რა­საც ზო­გი­ერ­თი ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კო­სი და პარ­ლა­მენ­ტა­რი ლა­პა­რა­კობს მცი­რე ერე­ბის და­სა­ცა­ვად იგი­ვე ლე­ნი­ნუ­რი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მია. კო­მუ­ნის­ტე­ბი მეტს კი არა­ფერს იქ­მოდ­ნენ – და­ყა­ვი და იბა­ტო­ნეო. თუ­კი ჩვენ ყვე­ლას უფ­ლე­ბას მი­ვცემთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კუ­თა­რი ენას მი­სცეს უპი­რა­ტე­სო­ბა და არა ქარ­თულს, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო აღარ გვექ­ნე­ბა!“

** პატივი ვცეთ ჩვენს ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის და დავიცვათ ბრძოლით მონაპოვარი... ეს სხვასაც შევაგნებინოთ...

„ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი მო­ძრა­ო­ბა არც გუ­შინ და­წყე­ბუ­ლა და არც გუ­შინ­წინ. 90-იან წლებს ვგუ­ლის­ხმობ. ეროვ­ნუ­ლი მო­ძრა­ო­ბა მა­შინ და­ი­წყო, რო­გორც კი ერ­მა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გადა­დგა ამ­ქვეყ­ნად თა­ვის სა­რბი­ელ­ზე, თა­ვი­სი მი­ზა­ნი და­ი­სა­ხა, მი­მარ­თუ­ლე­ბა და, ასე ვთქვათ, იდე­ო­ლო­გია ჩამო­ა­ყა­ლი­ბა (არ მი­ყვარს ეს სი­ტყვა, მაგ­რამ ამ შე­მთხვე­ვა­ში ეტყო­ბა, ვერ გადა­ვურ­ჩე­ბი)... სი­კე­თე, შე­მწყნა­რებ­ლო­ბა, სა­თნო­ე­ბა, ქარ­თველ კაცს ეს დი­ა­დი იდე­ო­ლო­გია და­ჰყვა!... დღეს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი იდე­ო­ლო­გი­აა სა­ჭი­რო, რო­მე­ლიც ამ თვი­სე­ბებს არ გამო­რი­ცხავს და არც რო­მე­ლი­მე სხვა ერს უპი­რის­პირ­დე­ბა. პი­რი­ქით – ასე მგო­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ენად ქარ­თუ­ლი ენის გამო­ცხა­დე­ბა უფ­რო მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და შე­ღა­ვა­თებს მი­სცემს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ სხვა ხალ­ხებს, ვიდ­რე აქა­მო­მდე ჰქონ­დათ. ახ­ლა ისი­ნი გა­ურ­კვევ­ლო­ბის ბუ­რუს­ში და­ბო­რი­ა­ლო­ბენ; არ იცი­ან, რომ სა­ხელ­მწი­ფო სა­ხელ­მწი­ფოა და მის კა­ნო­ნებს უნ­და და­ე­მორ­ჩი­ლო. რად­გან ეს არ ეს­მით, მა­შინ პირ­და­პირ უნ­და ვუ­თხრათ... ჩვენ კი გვე­რი­დე­ბა პირ­და­პი­რი სა­უბ­რი­სა. ვით­ვა­ლის­წი­ნებ, რას იტყვი­ან მე­ზობ­ლე­ბი – სომ­ხე­თი, რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა... მაგ­რამ ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ ვერ შე­ვიგ­ნეთ, რომ ამ შე­მთხვე­ვა­ში მთა­ვა­რია ჩვენ რას ვი­ტყ­ვით – ქარ­თვე­ლი ხალ­ხი რო­გორ გადა­წყვეტს. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი კი არა­სო­დეს გადა­წყვეტს სხვა რო­მე­ლი­მე ხალ­ხის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ!..“

** საბედისწერო შეცდომები აღარ გავიმეოროთ...

„ჩვენ სა­ბე­დის­წე­რო შე­ცდო­მა და­ვუშ­ვით. დი­დი ეროვ­ნუ­ლი სა­ყრდე­ნე­ბი ირ­ღვე­ვა, რა­ზეც აქა­მდე იდ­გა ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ფსი­ქი­კა და ჩვე­ნი სუ­ლიც უძ­ლებ­და ყო­ველ­გვარ გა­სა­ჭირს.

მაგ­რამ განათ­ლე­ბი­სა და ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის იგ­ნო­რი­რე­ბამ ეს სა­ყრდე­ნე­ბი მო­არ­ყია. თუმ­ცა, ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ი­სა­დმი და­პი­რის­პი­რე­ბა დღეს არ და­წყე­ბუ­ლა... რა­ტომ­ღაც ეროვ­ნუ­ლი მო­ძრა­ო­ბის ერთ მო­მენტ­ში ჩვე­ნი ბა­რი­კა­დე­ბი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის სა­პი­რის­პი­როდ აღი­მარ­თა. ბევრ­მა ისარ­გებ­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის დი­ა­დი დრო­შით და ახ­ლა მე­დრო­ვე­ნი ამ­კვიდ­რე­ბენ თა­ვი­ანთ კა­ნო­ნებს...

სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლა მო­ხდა რე­ვო­ლუ­ცია, ოღონდ მრა­ვა­ლი ჩვენ­გა­ნის ფსი­ქი­კა­ში, სა­მწუ­ხა­როდ პრო­ვინ­ცი­ა­ლიზმ­მა გა­ი­მარ­ჯვა. არა­ერ­თხელ მი­თქვამს, პრო­ვინ­ცია ხალ­ხის სა­მშობ­ლოა, პრო­ვინ­ცი­ა­ლიზ­მი – ბრბო­სი. ყვე­ლა უსა­ხუ­რი ბრბო­შია ჩა­კარ­გუ­ლი, ბრბო მა­თი თავ­შე­სა­ფა­რია. ბრბო სა­ში­ნე­ლე­ბაა,. რად­გან აქ თავს იყ­რის მა­სად ქცე­უ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი ენერ­გია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს წა­ლე­კავს. მი­სი ერ­თა­დერ­თი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი კულ­ტუ­რაა.“

** ხალხი ვართ (პიროვნებების ერთობა) და ისე მოვიქცეთ, როგორც ხალხს შეჰფერის...

„ხალ­ხი, ბრბო­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, პი­როვ­ნე­ბე­ბის ერ­თო­ბაა. ბრბო­ში ეს ერ­თო­ბა და­კარ­გუ­ლია. ამით მე­დრო­ვე­ნი სა­რგებ­ლო­ბენ. თუმ­ცა, თა­ვის დრო­ზე რაც ქუ­ჩა­ში ხდე­ბო­და, ბევ­რი რამ მო­მწონ­და, გულ­წრფე­ლო­ბის გამო... ბევრს მარ­თლაც ნა­მდვი­ლად უყ­ვარ­და და უყ­ვარს სა­მშობ­ლო. ბევ­რმაც, სი­მარ­თლე უნ­და ით­ქვას, სა­მშობ­ლო­სა­დმი თავ­გან­წი­რუ­ლი, ფა­ნა­ტი­კუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი სა­თა­ვი­სოდ გამო­ი­ყე­ნა და მე­რკან­ტი­ლურ ჩარ­ჩო­ში მო­აქ­ცია ეროვ­ნუ­ლი იდეა... ამით, ხა­ფანგ­ში მო­აქ­ცია თა­ვი­სუფ­ლე­ბის დი­ა­დი იდეა, რო­მელ­საც დღეს ნა­დავ­ლი­ვით გლე­ჯენ და ატყა­ვე­ბენ. მა­ლე ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა­გან აღა­რა­ფე­რი შე­გვრჩე­ბა. თა­ვი­სუფ­ლე­ბის ჩონ­ჩხ­ზე სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვი არა­ფე­რია ამ­ქვეყ­ნად! ღმერთ­მა და­ი­ფა­როს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამის ხილ­ვი­სა­გან.“

** მონობაა სხვის ჭკუაზე ბრმად სიარული...

„ამა­ში, ისევ და ისევ ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლეთ, მე­დრო­ვე­ებს მი­უ­ძღ­ვით ბრა­ლი. მე­დრო­ვე­ნი მო­მრავ­ლდნენ პო­ლი­ტი­კა­შიც და მწერ­ლო­ბა­შიც. ამას თვალ­ნათ­ლივ ვხე­დავთ. ბიბ­ლი­ა­ში წე­რია: უკა­ნა­ნი წინ გამო­ვლე­ნო. უკა­ნა­ნი კი გამო­ვიდ­ნენ წინ, მაგ­რამ ისი­ნი არ აღმო­ჩნდნენ, ვი­საც მო­სე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი გუ­ლის­ხმობ­და – მათ მო­ნო­ბის ლე­ქი გამო­ჰყავთ!

მო­ნო­ბაა, რო­ცა მო­რჩი­ლად ვე­გე­ბე­ბით მსოფ­ლიო ბან­კი­სა თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის აზ­რებს – სხვა­ნა­ი­რად არ გვცნო­ბენ, ფულს არ მო­გვცე­მე­ნო. ეს მო­ნო­ბის გადმო­ნაშ­თია და დრო­ზე უნ­და მო­ვი­შო­როთ – ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჯერ პი­როვ­ნუ­ლად გა­ვთა­ვი­სუფ­ლდეთ მო­ნო­ბი­სა­გან! ასე უფ­რო გა­გვი­ი­ოლ­დე­ბა მო­ნო­ბას­თან ბრძო­ლა. მაგ­რამ და­სა­ნა­ნია, რომ ამ მხრივ, ნი­ა­ვიც კი არ იძ­ვრის...

** სოციალურმა პრობლემებმა არ დაგვავიწყოს კულტურა, ხატი, წიგნი...

„სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბით შე­წუ­ხე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა, და­უ­ჯე­როს პო­ლი­ტი­კოსს, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რად გვინ­და კულ­ტუ­რა, თე­ატ­რი, წიგ­ნიო... მაგ­რამ მე ვი­ტყო­დი, სწო­რედ ახ­ლა, გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს ყვე­ლა­ზე მე­ტად გვჭირ­დე­ბა თე­ატ­რი და წიგ­ნი. ჩვენ კულ­ტუ­რუ­ლი ერი ვართ და ყო­ველ­თვის, წიგნ­მა გადა­გვარ­ჩი­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­დან და­მპყრობ­ლებს სწო­რედ ხა­ტი და წიგ­ნი გა­ჰქონ­და. მტრის შემო­სე­ვი­სას ქარ­თვე­ლი კა­ცი ხატ­სა და წიგნს მა­ლავ­და, ე. ი. მან იცო­და, რა იყო მი­სი მთა­ვა­რი სიმ­დიდ­რე, ანუ სუ­ლი­ე­რე­ბა. ჩვენ რა­ტომ­ღაც ამ სუ­ლი­ე­რე­ბას და­ვუ­პი­რის­პირ­დით. ეს არის ყვე­ლა­ზე სა­ბე­დის­წე­რო შე­ცდო­მა – ჩვენ და­რე­ტი­ა­ნე­ბულ­ნი ვართ და დრო­უ­ლად უნ­და გამო­ვფხიზ­ლდეთ!“

** არ ვთქვათ, კორუფცია ენასთან რა კავშირშიაო...

„რაც შე­ე­ხე­ბა კო­რუფ­ცი­ას, ყო­ველ­თვის იყო და იქ­ნე­ბა. წი­ნათ მას ეშ­მა­კის­თვის სუ­ლის მი­ყიდ­ვა ეწო­დე­ბო­და. ამ ბა­ცი­ლას, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­შია ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი ყო­ველ­თვის უნ­და ვებ­რძო­ლოთ, წა­მი­თაც არ უნ­და და­გვა­ვი­წყდეს, რომ კო­რუფ­ცი­ის ზღვა წა­მლე­კა­ვია. ეს ჩვენ­ზე უკეთ მათ იცი­ან, ვი­საც კო­რუფ­ცია ხელს აძ­ლევს... გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­მთავ­რო­ბო სხდო­მე­ბი მა­სობ­რი­ვი ინ­დულ­გენ­ცი­ის სე­ან­სებს და­ემ­სგავ­სა. კო­რუფ­ცი­ას მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი ბიზ­ნე­სი და კულ­ტუ­რა და­უ­პი­რის­პირ­და. სწო­რედ ამი­ტომ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას კო­რუფ­ცია! ისე­თი კა­ნო­ნე­ბი უნ­და შე­ვი­მუ­შა­ვოთ, რო­მე­ლიც ბიზ­ნესს აა­ღო­რძი­ნებს.

ჩვენს ენა­საც იმი­ტომ ემუქ­რე­ბი­ან, რომ სა­კუ­თარ სა­ქო­ნელს არ ვა­წარ­მო­ებთ და ღა­ტა­კე­ბი ვართ. ათი წე­ლი­წა­დია ქვე­ყა­ნა წინ ვერ წა­ვი­და. არა­და, შე­გვეძ­ლო ფეხ­ზე წამო­გვე­ყე­ნე­ბი­ნა, მი­წა­სთან გა­სწო­რე­ბუ­ლი გერ­მა­ნია ხუთ წე­ლი­წად­ში წელ­ში გა­ი­მარ­თა, რად­გან იცოდ­ნენ რა უნ­და ეკე­თე­ბი­ნათ. ჩვენ კი სა­მწუ­ხა­როდ არ ვი­ცით, რა გვინ­და.“

** ინტელიგენციამ ტრადიციული სიფხიზლე და ბრძოლისუნარი უნდა დაიბრუნოს... (სიღატაკე ცენზორი)...

– „რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას, მან ძვე­ლე­ბუ­რი რა­ინ­დო­ბით, შუ­ბით ხელ­ში უნ­და და­იც­ვას ის ფა­სე­უ­ლო­ბა­ნი, რაც მშო­ბელ­მა ხალხ­მა მო­ი­პო­ვა ოფ­ლი­თა და გა­რჯით. ასეც იქ­ცე­ო­და კი­დეც ყო­ველ­თვის ჩვე­ნი ინ­ტე­ლი­გენ­ცია. ამის დი­დი მა­გა­ლი­თია ჩვე­ნი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი და მას­წავ­ლე­ბე­ლი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე.

ჩვენ კი პირ­ვე­ლად ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას შე­ვუ­ტი­ეთ. მი­სი იზო­ლი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნეთ. ამას და­ე­მა­ტა სა­ყო­ველ­თაო გა­ჭირ­ვე­ბა. გა­ლაკ­ტი­ონს დღი­ურ­ში უწე­რია, სი­ღა­ტა­კე იგი­ვე სუ­ლი­ე­რი კა­ტორ­ღა­აო. სი­ღა­ტა­კე იგი­ვე ცენ­ზუ­რაა. ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის დი­დი ნა­წი­ლი ამ ცენ­ზუ­რის ტყვე­ო­ბა­შია.“

** დავგმოთ იანიჩარობა; ისინი ვერ გადაგვირჩენენ საქართველოს, ქართულ ენას... ქართველმა საქართველოში უნდა დაიცვას ქართული!..

„ამი­ტომ არა­სო­დეს გა­ვა­მარ­თლებ უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლებს – ქარ­თველ ია­ნი­ჩა­რებს. ასე ფიქ­რობ­და აწ გან­სვე­ნე­ბუ­ლი ჯან­სუღ კა­ხი­ძეც. „შე­ნი რაა, რომ ამ­შვე­ნებ შენს და­მღუპ­ველ ოს­მა­ლეთ­სა“... ილი­ას სი­ტყვე­ბით მი­ვმარ­თავ ია­ნი­ჩა­რებს, ოღონდ გვარს არ და­ვა­სა­ხე­ლებ... და აქ­ვე ვი­ტყვი, რომ მათ­ზე ნა­კლებ­ნი არაფ­რით არი­ან ის ხე­ლო­ვან­ნი, გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ და­რჩნენ და სა­მშობ­ლო არ მი­ა­ტო­ვეს, მაგ­რამ ისი­ნი სა­თა­ნა­დოდ და­ფა­სე­ბულ­ნი არი­ან... უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ია­ნი­ჩა­რებს კი რუს­თა­ვე­ლის პრე­მი­ას ვა­ნი­ჭებთ. ჩამო­ვლენ, კონ­ცერტს გა­მარ­თა­ვენ და ბი­ლეთს ვერ იშო­ვი...

ელე­ნე ობ­რაზ­ცო­ვას რა­ტომ არ ვა­ნი­ჭებთ რუს­თა­ვე­ლის პრე­მი­ას, ისიც ჩამო­დის თბი­ლის­ში და მა­საც უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო – იმ ქარ­თვე­ლი ია­ნი­ჩა­რი­სა­გან რით გან­სხვავ­დე­ბა? ორი­ვე სხვა ქვე­ყა­ნა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბენ და იმ ქვეყ­ნის სა­ხელით გამო­დი­ან... ლუ­ჩა­ნო პა­ვა­რო­ტი ამე­რი­კა­შიც კი იტა­ლი­ე­ლი მო­მღე­რა­ლია!...

ეტყო­ბა, ქარ­თვე­ლე­ბი სხვა ხალ­ხი­სა­თვის ვართ თავ­გა­მო­დე­ბულ­ნი. მოს­კო­ვი რომ და­ტო­ვეს, პეტ­რე ბაგ­რა­ტი­ონს გა­უს­კდა გუ­ლი და არა რუს გე­ნერ­ლებს! ლე­გენ­დაა თუ სი­ნამ­დვი­ლე, არ ვი­ცი, მაგ­რამ ძალ­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბო გამო­ვლი­ნე­ბაა, ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თის ნი­შა­ნი... შე­საძ­ლოა, ჩვე­ნი მო­ნუ­რი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბაც აქე­დან მო­დის...“

** ჩვენი ბედი ჩვენ უნდა ვმართოთ... ისტორით გავიმაგროთ ზურგი... უპირველესად ენას მივხედოთ ჩვენსას...

– „ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ ჩვენს ყო­ველ­გვარ უბედუ­რე­ბა­ში თა­ვა­დაც გვი­რე­ვია ხე­ლი. ამა­ზე გვმარ­თებს და­ფიქ­რე­ბა. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გო­ნი­ე­რია, თუმ­ცა, ბო­ლო დროს, პო­ლი­ტი­კამ და ვი­თა­რე­ბამ მას გო­ნე­ბა და­უ­ბინ­და. ეს ბინ­დი უნ­და მო­ვი­შო­როთ და სი­ნამ­დვი­ლეს თვა­ლებ­ში შე­ვხე­დოთ...

უზარ­მა­ზა­რი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და კულ­ტუ­რის შე­მქმნე­ლი ერი ადა­მი­ა­ნუ­რად ცხოვ­რე­ბის ღირ­სია. აქ­ვე ვი­ტყო­დი, ჯერ ქარ­თველ ხალხს თა­ვი­სი ის­ტორი­ის მან­ძილ­ზე ადა­მი­ა­ნუ­რად არ უცხოვ­რია. თუმ­ცა ხალ­ხი­სა­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი ტან­ჯუ­ლი წი­ნამ­ძღო­ლე­ბი – ბრძე­ნი მე­ფე­ე­ბი, ბაგ­რა­ტი­ონ­თა გმი­რუ­ლი დი­ნას­ტია გვყავ­და... დი­დი მო­აზ­როვ­ნე­ნი და ფი­ლო­სო­ფოს­ნიც მრავ­ლად შვა ერის წი­აღ­მა...

რა­ტომ ამა­ზე არ ვფიქ­რობთ? ადა­მი­ა­ნუ­რად რომ და­ვი­წყოთ ცხოვ­რე­ბა, უწი­ნა­რე­სად ჩვენს ენას უნ­და გა­ვუფ­რთხილ­დეთ, რად­გან ენაა ის ფე­ნო­მე­ნი, რო­მე­ლიც თა­ვის­თა­ვა­დო­ბას შე­გვი­ნარ­ჩუ­ნებს! კე­თი­ლი ინე­ბოს და სხვა­მაც, ვი­საც დი­დი პა­ტი­ვი სცეს და და­ა­ფა­სოს სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლო­ბა. სა­ა­მა­ყო უთუ­ოდ ბევ­რი გვაქვს. ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის გა­რე­შე არა­ფე­რი გამო­ვა...“

** შემოთავაზებული კანონპროექტი ენის დათმობის ტოლფასია… ენის დათმობა თავისუფლების დათმობაა…

– „აქა­მდე სუ­ლი ცო­ცხა­ლი მო­ვი­ტა­ნეთ და ახ­ლა უნ­და და­ვთმოთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­ცა გა­ე­რო­ში ჩვე­ნი დრო­შა ფრი­ა­ლებს? არამც და არამც! ეს იქ­ნე­ბა დი­დი და­ნა­შა­უ­ლი არა მარ­ტო მო­მავ­ლის, არა­მედ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე!“

***

აი, ეს იყო ის ძირითადი არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც მწერალმა გამოიტანა ეს დასკვნა: „კანონი ენის შესახებ საჭიროა, მაგრამ არა ასეთი, როგორც გვთავაზობენ... დი­დი ხი­ფა­თი გვე­მუქ­რე­ბა...“

ცხადია, ჩვენ ჩვენი კომეტარებით მხოლოდ იდეა მოვიტანეთ მკითხველამდე მწერლის ნააზრევისა, თითოეული არგუმენტისა...

ვთქვით, დიდი საქმე გაკეთდა ამით...

**

გა­ზეთ „ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ქარ­თვე­ლო­ში“ (№ 20, 2002 წ.) გამოქვეყნდა ქარ­თველ მწე­რალ­თა პრო­ტეს­ტი ენის კა­ნონ­პრო­ექტ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბის გამო. პარ­ლა­მენტს მი­მარ­თავდნენ. მკაც­რი და პრინ­ცი­პუ­ლი იყო მი­მარ­თვის ტო­ნი; მოი­თხოვდნენ, არ განეხილათ ეს მავნებლური პროექტი... ჩვენ­თვის ძნე­ლი სა­თქმე­ლია, რო­გო­რი იყო წვლი­ლი „მე­დრო­შე მწერ­ლი­სა“, თა­მაზ ჭი­ლა­ძისა, ამ დო­კუ­მენ­ტის შექ­მნა­ში...

ფაქტი ფაქტად რჩება: ქრთველ მწერალთა პროტესტი თა­მაზ ჭი­ლა­ძის ამ ხმა­მა­ღალ შე­ძა­ხილს მო­ჰყვა...

***

დაბოლოს: თუ თამაზ ჭილაძის პუბლიცისტიკას გადავხედავთ, მის ჩანაწერებს, მოგონებათა ტიპის წიგნებს გავეცნობით და ქართული ენის თაობაზე გამოთქმულ აზრებს თავს მოვუყრით, ჩვენს წინაშე წარმოდგება მწერალი – დედაენის სფეროში ღირსეული მემკვიდრე მიხეილ ჯავახიშვილისა!..

მოგეწონათ ეს სტატია?

გაზიარება

სიახლეების გამოწერა

ახალი პუბლიკაციები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე. უფასოდ, ნებისმიერ დროს გააუქმებთ.

კომენტარები